“შეწყდეს ლარის კუპონიზაცია”

“შეწყდეს ლარის კუპონიზაცია”, – ამ სლოგანით რამდენმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქცია გამართა.

აქციის მონაწილეებმა ეკონომიკური გუნდის მუშაობა გააპროტესტეს და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.

მათი განცხადებით, ყოფილი პრემიერის ბიზნესცენტრთან საპროტესტო აქციები პერმანენტულად გაიმართება.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მსგავსი პოსტები

Back to top button