ლას-ვეგასში ბლუზის მეფე ბი ბი კინგი გარდაიცვალა [Video]
90 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ამერიკელი ბლუზ გიტარისტი.
გასულ თვეს, ბი ბი კინგი ჰოსპიტალიზებული იყო დიაბეტის მძიმე ფორმის გამო. გიტარისტი, ამ დაავადებით 20 წელი იტანჯებოდა. ბოლო წელს, მუსიკოსი ჰოსპისში ცხოვრობდა.
ბლუზმენის მხარდასაჭერად, ქალაქ მემფისის ხელისუფლებამ 12 მაისი “ბი ბი კინგის დღედ“ გამოაცხადა.
ბი ბი კინგმა ხმის ჩამწერ სტუდიაში მუშაობა 1947 წლიდან დაიწყო. მემფისში ის ერთ დროს დისკ ჟოკეი იყო, სადაც ზედმეტ სახელად Beale Street Blues Boy შეარქვეს, შემოკლებით კი ბი ბი(BB). 52 წლის განმავლობაში ბი ბი კინგმა 15 000 კონცერტსა და შოუში მიიღო მონაწილეობა. ლეგენდარული მუსიკოსი 17 შვილის მამა იყო, რომლებიც სხვადასხვა ქალებთან შეეძინა.