გონიოს გზაზე მრავლწლოვანი ევკალიპტის ხეები იჭრება

გონიოს გზატკეცილზე მრავაწლოვანი ევკალიპტის ხე მოჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე სავარაუდოდ ავტოსადგომი უნდა მოეწყობა იგეგმება. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტოსადგომი განთავსდება შესაბამისად შესაძლოა კიდევ 10-მდე ხე მოიჭრას.

შემთხვევის ადგილზე გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. სპეციალისტებმა მიწის მესაკუთრე გამოკითხეს და სანებართვო დოკუმენტაციასაც გაეცნენ.

საკითხთნ დაკავშირებით ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ტერიტორია კერძო საკუთრებაა და ხის მოჭრაზე ნებართვას უწყება არ გასცემს. გონიოში მოჭრილი ხეების ტრასპორტირების თანხმობა კი კომპანიამ ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურისგან უკვე მიიღო.
მიწის ამჟამინდელი მფლობელი შპს “ემირჰან ინშაათია”.

მსგავსი პოსტები

Back to top button