უწყებათაშორისი კომისია არჩევნების წინ ბოლო შეხვედრას დღეს გამართვს

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ უწყებათაშორისო კომისია ბოლო შეხვედრას დღეს გამართავს.

კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით, შენიშვნები აქვთ ოპოზიციაში. პოლიტიკური სუბიექტები მიიჩნევენ, რომ დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით, კომისიის რეაგირება არასათანადო იყო და ხშირად მხოლოდ დარღვევების შესახებ ინფორმაციას ისმენდა.

უწყებათაშორისი კომისიის სხდომას ,,ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის” იურისტები დაესწრებიან და ინფორმაციას დარღვევებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე მიაწვდიან.

სხდომაზე საპარლამენტო მანდატების გადანაწილების საკითხის დაყენებას აპირებს ,,პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელი. პარტიაში მიიჩნევენ, რომ უწყებათაშორის კომისიას ქმედითი ნაბიჯერი არ გადაუდგამს, რის გამოც მათ მიერ დაყენებულ საკითხებზე კომისიის მხრიდან რეაგირების მოლოდინი არ აქვთ.

მსგავსი პოსტები

Back to top button