Google-მა 360-გრადუსიანი საშინელებათა ფილმი გადაიღო [Photo/video]

კომპანია Google-მა 360-გრადუსიანი მოკლემეტრაჟიანი საშინელებათა ფილმი – “HELP” წარმოადგინა. ვიდეო Google Spotlight Stories არხზე გამოქვეყნდა.
ხუთწუთიანი ფირის რეჟისორი, ამერიკელი ჯასტინ ლინია, რომელმაც კინოსერიალ “ფორსაჟის” 4 ნაწილის გადაღებით გაითქვა სახელი.
ფილმი Android-ის ოპერაციული სისტემის ბაზაზე მობილური მოწყობილობებისთვისაა ოპტიმიზებული.
სურათის სიუჟეტის თანახმად, მოქმედება ლოს-ანჯელესში ვითარდება, როცა ქალაქს მეტეორიტულ წვიმასთან ერთად იდუმალი და საშიში არსება თავს ატყდება.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”33907″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]