მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

გორელ მეყვავილეს თვითდასაქმებულის ცნობა სჭირდება

ლენა შოშიაშვილს, რომელიც გორის ავტოსადგურის ტერიტორიაზე ყვავილებით ვაჭრობს, იმედი არა აქვს, რომ მას იმ დახმარებას მისცემენ, რომელსაც მაისიდან მთავრობა თვითდასაქმებულებისთვის გასცემს. ამის შესახებ ქალბატონი ლენა Qartli.ge-ს ესაუბრა. მისი ინფორმაციით, ავტოსადგურის ტერიტორიაზე მყოფი გარემოვაჭრეების დიდი ნაწილი, შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული არაა.

ამ ინფორმაციას აგრესიით ხვდება ავტოსადგურის დირექტორი ალექსანდრე სამხარაძე. იგი თავს ვალდებულად არ თვლის, რომ თავის კერძო ბიზნესში სხვები ჩაახედოს.

იხდის თუ არა გადასახადს ავტოსადგურის დირექტორი, ეს მაისში გაირკვევა, როდესაც მეყვავილე ლენა შოშიაშვილის დახმარების დრო დადგება. მანამდე, ლენა შოშიაშვილი და სხვა მოვაჭრეები ცნობის აღებას ელოდებიან:

” მე არ მინახავს პირადად, მაგრამ როგორც სხვა გარემოვაჭრეებმა მითხრეს, ავტოსადგურის დირექტორს უარი უთქვამს. ცნობას ვერ მოგცემთო, რადგან ხელშეკრულებები არ გაქვთო.

ყოველდღიურ გადასახადს, 21 ლარს ვიხდით მეყვავილეები. ხან ორი ვმდგარვართ და 11 ლარი გადაგვიხდია. თუ მეტნი ვართ, მეტს ვიხდით. ამ თანხას ავტოსადგურის დირექციას ვუხდით. დახლები ისე აგვიშალეს, არც გაგვაფრთხილეს. ისიც არ ვიცი, სად წაიღეს ძველი კონსტრუქცია. ბევრი ყვავილი გადავყარე, გამიფუჭდა. ჯერჯერობით, ასე ვდგავარ ქუჩაში. მინდოდა მოვგროვილიყავით ყველა მეყვავილე, რომ მოგვეთხოვა აქ დადგომა.” – ამბობს ლენა შოშიაშვილი.

ავტოსადგურის დირექტორის შვილი, სოსო სამხარაძე ამბობს, რომ დაინტერესებულმა პირებმა შემოსავლების სამსახურს უნდა მიმართონ:

“არ ვიცით, რა სახის ცნობები უნდა გავცეთ. ან იმ ცნობაში რა უნდა დავწეროთ. როგორც ვიცი, მათ ჩვენს მიერ გაცემული ცნობა არ სჭირდებათ. შეუძლიათ, თვითონ მიმართონ შემოსავლების სამსახურს. ჯერჯერობით, ვერაფერს გეტყვით. ზუსტი მითითებები ჩვენ არ გვაქვს. გარკვევის პროცესში ვართ. 18 მარტის შემდეგ ავტოსადგური დაკეტილია. ჩვენი თანამშრომლები იქ არ იმყოფებიან” – განაცხადა სოსო სამხარაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button