გორის რაიონული სასამართლო ალექსანდრე ინდუაშცილის საქმეს განიხილავს

ამ წუთებში გორის რაიონული სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილისთვის ცეცხლის გახსნის საქმეზე ბრალდებულ ალექსანდრე ინდუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, რასაც ინდუაშვილის ადვოკატი არ ეთანხმება.

ალექსანდრე ინდუაშვილი, რომელიც ოქრუაშვილის საარჩევნო კომპანიის დროს ცეცხლის გახსნაშია ბრალდებული, პოლიციას გუშინ ჩაბარდა. გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, თავდაცვის ექს-მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს 2 ოქტომბერს, ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ცეცხლი გაუხსნეს. როგორც ოქრუაშვილმა განაცხადა, ამომრჩევლებს თანმხლებ პირებთან ერთად რკინიგზის სადგურის დასახლებაში ხვდებოდა, როდესაც მისი მიმართულებით ერთ-ერთმა ადგილობრივმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა მოახდინა .

შედეგად დაიჭრა ირაკლი ოქრუაშვილის თანმხლები ორი ადამიანი, დაჭრილები ამ დრომდე გორის საავადმყოფოში იმყოფებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button