მნიშვნელოვანისიახლეები

გორის სამხედრო ჰოსპიტალში გიული ალასანია და ედუარდ სააკაშვილი მივიდნენ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხვალ, 2 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციას აანონსებს.
აქცია ე.წ. პიჯაკების საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესს უკავშირდება. მოქალაქეები ადგილზე 11:00 საათიდან შეიკრიბებიან და მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას გამოუცხადებენ.

ჯერჯერობით უცნობია, მისცემენ თუ არა მესამე პრეზიდენტს საკუთარ პროცესზე დასწრების უფლებას, თუმცა ადვოკატები ამბობენ, რომ ხელისუფლებას სხვა გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზად არის, ხვალინდელ სასამართლო პროცესზე გამოცხადდეს – პროცესზე პრეზიდენტი წარმოთქვამს სიტყვას, რომლითაც ფარდა აეხდება ყველა იმ აბსურდულ პოლიტიკურ ბრალდებას, რომელიც მის წინააღმდეგ გახლავთ, ეს სიტყვა იქნება ნიღბის ჩამომგლეჯი ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც იქნება ბრალდების სკამზე, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან განაცხადა.

ცოტახნის წინ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გიული ალასანია და ედუარდ სააკაშვილი მივიდნენ. ისინი მიხეილ სააკაშვილს საკნად გადაკეთებულ პალატაში მოინახულებენ. ჰოსპიტალში შესვლის წინ მესამე პრეზიდენტს შვილს კომენტარი არ გაუკეთებია.

შოთა თუთბერიძე მოუწოდებს ხელისუფლებას და პენიტენციურ სამსახურს, რომ ედუარდ სააკაშვილს მამის მოსანახულებლად ხელოვნური ბარიერები არ შეექმნას, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეზიდენტს ძალიან მკაცრი რეაგირება ექნება და პროტესტს სხვადასხვა ფორმით გამოხატავს.

ცნობისთვის, 29 ნოემბერს, მესამე პრეზიდენტს პირველად მიეცა საკუთარ პროცესზე დასწრების შესაძლებლობა. პროცესის პარალელურად, შენობასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი, რომელთა მიმართაც პოლიციელების ნაწილი აგრესიულად იყო განწყობილი. ვითარება სასამართლოსთან რამდენჯერმე დაიძაბა. ჯამში პოლიციამ ადგილზე 15 ადამიანი, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტი ბესიკ თამლიანი და პოლიტიკოსი გიგი უგულავა დააკავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button