მნიშვნელოვანისიახლეები

გორის სამხედრო ჰოსპიტალი სახელმწიფო კონსილიუმის წევრმა ექიმებმა დატოვეს

გორის სამხედრო ჰოსპიტალი სახელმწიფო კონსილიუმის წევრმა ექიმებმა დატოვეს. მათი თქმით, მესამე პრეზიდენტისთვის პირველმა სამმა დღემ კარგად ჩაიარა და შეიძლება ითქვას, რომ კრიზისი გადალახულია თავს გრძნობს უფრო მხნედ, აქტიურია, იღებს საკვებს მკაცრად განსაზღვრული კალორაჟის მიხედვით. მიუხედავად ამისა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ ისევ საფრთხის ქვეშაა, მას გადაადგილება უჭირს და აქვს ზოგადი სისუსტე.

როგორ მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაციის კურსი – მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმთა კონსილიუმმა შეისწავლა.

ნევროლოგი სანდრო ცისკარიძე კი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის ზოგადი ტენდენცია პოზიტიურია, მისივე განმარტებით, რჩება გარკვეული ნევროლოგიური დარღვევები, რომელსაც უბრალოდ დრო სჭირდება.
დღეს მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე სხვადასხვა მიმართულების ექიმებმა მოინახულეს.

ჰემატოლოგი ნინო შარაშენიძის და ნევროლოგი სანდრო ცისკარიძის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button