მნიშვნელოვანისიახლეები

თავდასხმა “საქართველოს ბანკის” ფილიალზე

პოლიციაა მობილიზებული ამ წუთებში თბილისში ქეთევან წამებულის 50 ნომერში, “საქართველოს ბანკის” ფილიალთან. არსებული ინფორმაციით, ბანკის გაძარცვა ერთმა პირმა სცადა, თუმცა მცდელობა წარუმატებელი იყო.

ფილიალში ერთი ადამიანი შეიჭრა, ის პოლიციამ დააკავა, თუმცა ჯერ დროებითი მოთავსების იზოლატორში არ გადაუყვანიათ.

ამ წუთებში ბანკის თანამშრომლებს შსს-ს წარმომადგენლები ესაუბრებიან.

პოლიციამ ახალგაზრდა კაცი, თბილისში ბოჭორმის ქუჩაზე ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე დააკავა.
ის ამ წუთებში სამართალდამცავებს ავტომობილში ჰყავთ.

თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალს თავს რამენიმიმე წუთის წინ დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირი თანხას ითხოვდა, თუმცა დაცვის რეაგირების შემდეგ მან მიმალვა სცადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button