სპორტი

რომან დოლიძემ ალენთან ბრძოლაზე უარი თქვა

UFC- ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე ამერიკელ ბრენდან ალენს ტურნირზე აღარ დაუპირისპირდება.

ალენთან შეხვედრა აშშ-ში 4 დეკემბერს,თბილისის დროით,5 დეკემბერს უნდა გამართულიყო,თუმცა დოლიძემ თავად თქვა უარი,რისი მიზეზიც ამ დროისთვის უცნობია.

33 წლის ქართველ მებრXოლს ოქტაგონზე კრის კერტისი ჩაანაცვლებს.

შეგახსენებთ,რომ დოლიძეს ტურნირზე ჯერ კიდევ 13 ნოემბერს კაილ დოკოსთან უნდა ეჩხუბა,თუმცა მაშინ ქართველს კოვიდინფექცია დაუდასტურდა და ბრძოლას გამოეთიშა.

რაც შეეხება დეკემბერში გასამართ შეხვედრას,- ის ქართველისთვის UFC-ში რიგით მე-5 უნდა ყოფილიყო.

ჩატარებული 4 შეხვედრიდან დოლიძეს 3 გამარჯვებით აქვს დასრულებული და მხოლოდ ერთი ბრძოლა აქვს წაგებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button