არჩევნებს ეუთო-ს 200 კაციანი დელეგაცია დააკვირდება

21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს ეუთოს 200 კაციანი დელეგაცია დააკვირდება. დელეგაციის წევრები თბილისში უკვე ჩამოვიდნენ.

ეუთო-ს სადამკვირვებლო ჯგუფების არჩევნებს მონიტორინგს მთელი საქართველოს მასშტაბით გაუწევენ.

ჯგუფის შემადგენლობაში ძირითადად მოკლევადიანი დამკვირვებლები არიან, რომლებიც საარჩევნო პროცესს მის ყველა ეტაპზე დაესწრებიან. ოფიციალურ განცხადებებს ეუთოს წარმომადგენლები არჩევნებიდან მეორე დღესვე გააკეთებენ. საბოლოო დასკვნა კი როგორც ჩატარდა არჩევნები, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button