GPB-ის ბორდის თავმჯდომარე: “პირდაპირი კორელაცია ჩუქებასა და შინაარსობრივ ნაწილს შორის არ არსებობს”

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გეგელია მაუწყებლის მიერ ბერა ივანიშვილისგან საჩუქრის მიღებაში პრობლემას ვერ ხედავს. გეგელიას განცხადებით, პირდაპირი კორელაცია პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ საჩუქარსა და არხის კონტენტის შინაარსს შორის არ არსებობს. აღნიშნული განცხადება, რომელიც ფეისბუქ ლაივის მეშვეობით, ინტერნეტ გამოცემა ლიბერალმა გაავრცელა, სამეურვეო საბჭოს სხდომაზე გაკეთდა.

შეგახსენებთ, ბერა ივანიშვილი აპირებს, საზოგადოებრივ მაუწყებელს საჩუქრად გადასცეს სტუდიის განათების მოწყობილობა, რომლის დაქირავებასაც არხი 346 098 ლარად აპირებდა. მოუსმინეთ სზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, გრიგოლ გეგელიას ხმას.

მსგავსი პოსტები

Back to top button