“მერიაში ბიუროკრატიული მანქანაა, რომელიც უნდა დაინგრეს”

“ბიუროკრატიული მანქანა, რომელიც მერიაშია უნდა დაინგრეს” – ეს განცხადება, თბილისის ახლადარჩეულმა მერმა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა.

კახი კალაძის თქმით, არქიტექტურის სამსახურთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებები იგეგმება. შეხვედრაზე შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების დაცვის საკითხებზეც იმსჯელეს.

კალაძის განცხადებით, მშენებლობები უნდა იყოს ხარისხიანი და არ უნდა დაამახინჯოს ქალაქის იერსახე. კალაძემ ე.წ. ხრუშოვკებთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.

დეველოპერებთან შეხვედრას ეკონომიკის მინისტრიც ესწრებოდა.

გიორგი გახარიას განმარტებით, ცვლილებები მშენებლებს და დეველოპერებს უსაფრთხოების ნორმების დაცვას გაუმარტივებს. მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი კი აცხადებს, რომ ბიუროკრატია უნდა იყოს გასაგები. მისი თქმით, მოთხოვნები უნდა იყოს ადეკვატური და სამართლიანი.

მოუსმინეთ კახა კალაძის, გიორგი გახარიას და ირაკლი როსტომაშვილის ხმას ►

მსგავსი პოსტები

Back to top button