მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

GPB-ის ბორდის წევრობის 8 კანდიდატი

საკონკურსო კომისიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის 8 კანდიდატი წარუდგინა. პარლამენტმა საბჭოს სამი წევრი უნდა შეარჩიოს.

მიმდინარე წლის აპრილში უფლებამოსილების ვადა ნინია კაკაბაძეს, ქეთი მსხილაძესა და გია იაკობაშვილს გაუვიდათ. შესაბამისად, შემდეგი სამი კანდიდატიდან ორი ოპოზიციის კვოტით აირჩევა, ერთი კი, – მმართველი პარტიის.

კენჭისყრის შედეგად, კონკურსში მონაწილე რვავე კანდიდატმა ხმების საკმარისი რაოდენობა (5 ხმა ან მეტი) მიიღო.

თავდაპირველად სამეურვეო საბჭოს წევრობა 10 პირს სურდა, თუმცა ორი კანდიდატი გასაუბრებაზე არ ყოფილა. ოთარ შარაშენიძემ არ წარადგინა უხარვეზო დოკუმენტი, ხოლო ნინო ჭალაგანიძე მეორე ეტაპზე არ გამოცხადდა.

საკონკურსო კომისია 9 პირისგან იყო დაკომპლექტებული: ეკა ხოფერია, მაკო ჯაოშვილი, სოფო ნარჩემაშვილი, მარიამ გოგოსაშვილი, თორნიკე გურული, დავით ცხადაძე, ანი კიკნაძე, ერმილე მესხია, გიორგი ნონიაშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button