გუბერნიის შენობა სადაც მოშიმშილეები ზიან, ჩაკეტეს

“არ ვიცი რანაირად მოხდა ასე, მაგრამ 7 საათის შემდეგ გუბერნიის შენობა სადაც მოშიმშილეები ზიან, ჩაკეტეს”, – ამის შესახებ Facebook-ზე ენმ-ის წევრი ანი წითლიძე წერს.
არ ვიცი რანაირად მოხდა ასე მაგრამ 7 საათის შემდეგ გუბერნიის შენობა სადაც მოშიმშილეები ზიან ჩაკეტეს.მხოლოდ ჩემი კომუნიკაციის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან (მადლობა მას) ჟურნალისტები დაუშვეს, მაგრამ ჩემს გარდა სხვას არავის არ უშვებენ შენობაში.
შემპირდნენ რომ ხვალამდე ეს პრობლემა მოგვარდება და არჩეულ საკრებულოს წევრებს, მოქალაქეებს და ექიმებს ექნებათ შესაძლებლობა ნებისმიერ დროს მოინახულონ მოშიმშილეები. თუ არა, მაშინ მე გპირდებით რომ მე არ შემოვუშვებ გუბერნატორს ამ შენობაში, რომელიც ამ საკითხში გადაწყვეტილების მიმღებია, – წერს წითლიძე.
შეგახსენებთ,ზუგდიდის ახლადარჩეული საკრებლოს წევრებმა ენმ-დან, შიმშილობა დაიწყეს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.