მნიშვნელოვანირეგიონი

“გუდაურში მომხდარი შემთხვევა ძაბვის ვარდნასა და ოპერატორის არასწორ ქმედებას უკავშირდება”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, “16 მარტს გუდაურში საბაგიროს დაზიანების დროს შეცდომა დაუშვა ოპერატორმა, რომელმაც ძაბვის ვარდნის შემდეგ არ განახორციელა სწორი ქმედებები”.

როგორც ქუმსიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, “ამოღებული ჩანაწერებიდან დადგინდა, რომ 16 მარტს ნამდვილად იყო ძაბვის ვარდნა, რომელმაც გამოწვია საბაგიროს გაჩერება, თუმცა საბაგიროს გაჩერების შემდეგ ოპერატორს უნდა ემოქმედა კონკრეტული თანმიმდევრობით”.

“სამწუხაროდ, დღეს არსებული დასკვნის მიხედვით, ოპერატორმა დაუშვა შეცდომა. რაც მან განახორციელა, არ იყო თანხვედრაში, რომელიც არის გაწერილი ინსტრუქციაში. ეს იყო ადამიანური შეცდომის ფაქტორი. დასკვნა, რომლიც ჩვენ გვაქვს, გადაეცემა უკვე შსს-ს, რომელიც აგრძელებს მოკვლევას და შესაბამისად კანონმდებლობის მიხედვით დააყენებს იმ პასუხსიმგებლობებს, რომელიც უნდა დადგეს” , – განაცხდა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ოპერატორი, რომელიც გუდაურის საბაგიროზე მუშაობდა, უკვე ჩამოშორებულია საქმიანობას.

გუდაურში, 16 მარტს, საბაგიროს დაზიანების შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button