გუმათში რკინის ჯებირების დემონტაჟი დაიწყო
რიონის ხეობაში, სოფელ გუმათში რკინის ჯებირების დემონტაჟი დაიწყო, ამის შესახებ ინფრომაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს
“პოლიციის თანამშომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და თითოეულ ასეთ ფაქტზე თანმიმდევრულ რეაგირებას მოახდენს”, – აცხადებენ შსს-ში.
რკინის ჯებირების მოხსნა ერთ-ერთი პირობა იყო რიონის ხეობის მცველებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის დიალოგის დასაწყებად.ამის თაობაზე გასულ შაბათს, 12 ივნისს შეთანხმდნენ მხარეები და ამისთვის ვადა ხვალამდე, 18 ივნისამდე იყო დათქმული.
ნამოხვანჰესის მწინააღმდეგეები შვიდ თვეზე მეტია მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ. ასევე მათი მოთხოვნაა, კომპანია „ენკამ“ დატოვოს რიონის ხეობა.