გუნდის გადახალისება – კოალიციაში პრემიერის წასვლის მიზეზს ასახელებენ
მმართველ კოალიციაში ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პრემიერმინისტრის პოსტის დატოვების მიზეზად გუნდის გადახალისების საჭიროებას ასახელებენ.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ღარიბაშვილს კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთან ჰქონდა, თუმცა მან თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ უკვე ყოფილი პრემიერმინისტრი აქტიურ პოლიტიკაში დარჩება.
ვინ ჩაანაცვლებს ირაკლი ღარიბაშვილს, ეს ჯერ უცნობია. თუმცა, რამდენიმე კანდიდატი უკვე სახელდება. საპარლამენტო უმრავლესობაში კანდიდატების დაკონკრეტებისაგან თავს იკავებენ, თუმცა არც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ.
ამ დროისათვის პრემიერმინისტრობის ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი სახელდება.
გია ვოლსკი_ირაკლი სესიაშვილი_ხმა