საბერძნეთში ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონეს [Photo]

სამშაბათს, 22 დეკემბერს, საბერძნეთის პარლამენტმა ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა. The Wall Street Jornal-ის ინფორმაციით, შესაბამისი კანონი დებატების შემდეგ უმრავლესობის გადაწყვეტილებით, 193 ხმით მიიღეს. 56 დეპუტატმა კანონს მხარი არ დაუჭირა.

აღნიშნულ რეგულაციას დიდ წინააღმდეეგობას უწევდნენ კონსერვატორები და ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია.

პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასის განცხადებით, ეს „ადამიანის უფლებებისთვის დაცვისთვის მნიშვნელოვანი დღეა“.

დებატების მსვლელობის დროს პარლამენტის წინ ასობით დემონსტრანტი ჰომოსექსუალთა უფლებების დაცვას მოითხოვდა, მოწოდებით – „ცხოვრება ცოდვა არ არის“.

ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია Amnesty International-მა კანონს „ისტორიული ნაბიჯი“ უწოდა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ საბერძნეთში ლგბტ-პირები მტრული განწყობის გარემოში ცხოვრობენ.

საბერძნეთი ევროკავშირში ამ დრომდე ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა იყო, სადაც ჰომოსექსუალებს ქორწინების უფლება არ ჰქონდათ. თუმცა ახალი კანონის თანახმად, მათ შვილების აყვანა კვლავ ეკრძალებათ.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”25999″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button