მე დავასრულე – ზეპ ბლატერმა ფეხბურთიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა
FIFA-ს პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ საფეხბურთო საქმიანობას რვა წლით ჩამოაშორეს, The Wall Street Journal-თან ინტერვიუში ფეხბურთიდან სრულებით წასვლის შესახებ გამოაცხადა.
“მე დავასრულე საქმიანობა ფეხბურთში. ჩვენი ორგანიზაციისადმი ნდობა 27 მაისს დავკარგე, როდესაც მის საქმიანობაში ამერიკის სამართალდამცველი ორგანოები ჩაერივნენ და ჩვენი ფედერაცია მაფიოზურ სტრუქტურად წარმოაჩინეს”, – თქვა 79 წლის შვეიცარიელმა. ბლატერი ფიფას პრეზიდენტად პირველად 1998 წელს აირჩიეს. 2002, 2007, 2011 და 2015 წლების არჩევნებში კი მას ნდობა კვლავ გამოუცხადეს.