ქუენტინ ტარანტინოს ჰოლივუდის “დიდების ხეივანში” ვარსკვლავი გაუხსნეს [Video]
“დიდების ხეივანში” ჰოლივუდის ვარსკვლავთა სია კიდევ ერთით გაიზარდა. ცნობილ ამერიკელ რეჟისორსა და პროდუსერს, ქუენტინ ტარანტინო ჰოლივუდის “დიდების ხეივანში” სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნენ, – იუწყება The Hollywood Reporter.
საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა რეჟისორის კოლეგებმა და მეგობრებმა მიიღეს.
“ქუენტინი ჭეშმარიტი კინომანია. ხელოვნებას მისნაირად ბევრი ადამიანი ვერ აღიქვამს. მაყურებელი დღემდე მზადყოფნაშია, რათა მის ფილმებში ფული გადაიხადოს და უყუროს”, – განცხადა მსახიობმა სამუელ ელ ჯექსონმა, რომელმაც ტარანტინოს ფილმ “კრიმინალურ საკითხავში” მთავარი როლი შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ დღესდღეობით 52 წლის ტარანტინოს არსენალში “ოსკარის” 2 პრემია, “ოქროს გლობუსი” და კანის ფესტივალის “ოქროს პალმის რტო” ინახება.