სპორტი

გუნდური მე-4 ადგილი სკოპიეში. თეიმურაზ ვანიშვილი ევროპის ჩემპიონია

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით მოჭიოდავე თეიმურაზ ვანიშვილმა, რომელიც 61 კგ. წონით კატეგორიაში გამოდის, – ოქროს მედალი მოიპოვა

ფინალში ის სომეხ მეტოქეს, რაზმიკ პაპიკიანს დაუპირისპირდა და ანგარიშით 6:1 დაამარცხა.

მესამე ადგილი კვარცხლბეკზე, ვლადიმერ გამყრელიძემ მოიპოვა, რომელმაც ფინალურ შეხევდრაში აზერბაიჯანელ აშრაფ აშიროვს 3:1 სძლია.

ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ასევე 57 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე რამაზ თურმანიძეც.

ასე, რომ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 1 ოქრო და 2 ბრინჯაოა. ამ შედეგით გუნდურ ჩათვლაში ქართველები, რუსეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ მე-4 ადგილს იკავებენ.

რაც შეეხება ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს, ევროპის 23 წლამდელთა პირველობაზე ისინი 21-23 მაისს გამოვლენ. სქართველოს ნაკრები ამ კატეგორიაში 11 ძალოსანითაა წარმოდგენილი

მსგავსი პოსტები

Back to top button