მნიშვნელოვანისპორტი

გურამ თუშიშვილი ფინალშია. რუსი მეტოქე იპონით დაამარცხა

ქართველი მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალშია. ნახევარფინალურ ორთაბრძოლაში მან რუსი ტამერლან ბაშაევი იპონით, სუფთა მოგებით დაამარცხა.

ცნობისთვის რუსეთის სახელით მოასპარეზე ჩეჩენმა ბაშაევმა მეოთხედფინალურ ეტაპზე ოლიმპიადის უმთავრესი ფავორიტი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ფრანგი ტედი რინერი გამოთიშა ასპარეზობას.

26 წლის ქართველი ძიუდოისტის მეტოქე ფინალში 2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული ჩეხი ლუკაშ კრპალეკი იქნება. ჩეხმა ნახევარფინალში იაპონელი სპორტსმენი ჰისაიოში ჰარასავა დამატებით დროში დაამარცხა.

თუშიშვილს ჰარასავასთან ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსი აქვს. ორ ბრძოლაში გურამს ორივე იპონით აქვს მოგებული.

შეგახსენებთ, რომ თუშიშვილი ტოკიოში საქართველოს დელეგაციას მეოთხე მედალს მოუტანს. მანამდე ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა, ვიცე-ჩემპიონები კი ვაჟა მარგველაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი გახდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button