რეგიონი

გურჯაანელმა მოჭადრაკემ საქართველოს მოსწავლეთა პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა

10 წლის გურჯაანელმა მოჭადრაკემ საქართველოს მოსწავლეთა პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა.

10 წლის დათა ყალაბეგაშვილმა, საქართველოს 11 წლამდე მოსწავლეთა პირველობის სუპერ ფინალში, ყველა მეტოქე დაამარცხა.

პირველობისთვის ბრძოლის სუპერ-ფინალში, მთელი საქართველოდან 6 უძლიერესი მოჭადრაკე მონაწილეობდა.

დათა ყალაბეგაშვილი საქართველოში ჩატარებული უამრავი პირველობისა და სხვადასხვა ტურნირის ოქროს მედლების მფლობელია.

ჩემპიონი მოსწავლე ევროპის პირველობისათვის სამზადისს იწყებს, რომელიც საბერძნეთში უნდა ჩატარდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button