რეგიონი

ლაგოდეხში მცხოვრებმა ოჯახმა შვიდი უკრაინელი ლტოლვილი შეიფარა

სოფელ მშვიდობიანის მკვიდრმა, ვალიკო არევაძემ, დნეპროპეტროვსკის ოლქის მცხოვრებლებს, საკუთარი სახლი დაუთმო.
ლტოლვილებს შორის, სამი ქალი და ოთხი არასრულწლოვანია. მათი ოჯახის წევრი სამი მამაკაცი, უკრაინაში საბრძოლველად დარჩა.

ვალიკო არევაძე ამბობს, რომ უკრაინელ ლტოლვილებს, სოფელში მეზობლებიც ეხმარებიან.

” რძალი გვყავს უკრაინელი, ქალებმა და ბავშვებმა როგორც იქნა, ჩამოაღწიეს კაცები იქ დარჩნენ და იბრძვიან სოფელში ჩემი სახლი დავუთმე და რამდენ ხანსაც დასჭირდებათ, იმდენ ხანს იქნებიან, რაც გვექნება, გავუყოფთ. მეზობლებიც ეხმარებიან, ძალიან დიდ ყურადღებას იჩენს ხალხი. მერია ჩავაყენეთ საქმის კურსში, თუმცა გვითხრეს, რომ ჯერ არ ჩამოყალიბებულან უკრაინელების დახმარების საკითხზე”- თქვა არევაძემ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში ამტკიცებენ, რომ მასპინძელმა ოჯახმა, უკრაინელი ლტოლვილების ჩამოსვლამდე მიკაითხა მერიას და მას შემდეგ, აღარავინ გამოჩენილა.

” იყვნენ მათ ჩამოსვლამდე, მერე აღარ გამოჩენილან. იმ დროისთვის ჯერ ჩამოყალიბებული არ ვიყავით არაფერზე. უნდა მოგვაკითხონ, რომ დახმარება შევძლოთ”– განმარტეს მერიაში.
სოფელ მშვიდობიანში ჩასული უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად უკვე გაერთიანდა ლაგოდეხელი ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც მათთვის ტანსაცმელს, საკვებსა და ფულად დახმარებას აგროვებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button