მნიშვნელოვანირეგიონი

გურჯაანის მერმა თანამდებობა დატოვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა თანამდებობა დატოვა.

ზურაბ უტიაშვილმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ, საზოგადოებას ფეისბუქ სტატუსით აცნობა.

“მინდა შეგატყობინოთ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვო გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა.

პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გუნდს და პირადად პრემიერ-მინისტრს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს გამოცხადებული ნდობისთვის. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო მოსახლეობას არჩევნებში ჩემი მხარდაჭერისთვის, რის საფუძველზეც მომეცა შესაძლებლობა ამ პერიოდის განმავლობაში უამრავი სასიკეთო საქმე გამეკეთებინა…

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გუნდს – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის თითოეულ თანამშრომელს დაუღალავი შრომისთვის, თანადგომისთვის და ერთობლივი, ნაყოფიერი მუშაობისთვის, მე მათ წარმატებებს ვუსურვებ!

ვუბრუნდები ჯანდაცვის სფეროს, სადაც “ქართული ოცნების” გუნდთან ერთად გავაგრძელებ საქმიანობას ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების სამსახურში.

ჩემს მშობლიურ მუნიციპალიტეტს – გურჯაანს, განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში და რასაკვირველია, ვრჩები გურჯაანისა და გურჯაანელების მხურვალე გულშემატკივრად!”- ასეთიაბ უტიაშვილის ვრცელი სტატუსის შემოკლებული ვარიანტი

გურჯაანის მერის თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ, ინფორმაცია ერთი კვირის წინ გავრცელდა, თუმცა უტიაშვილმა თანამდებობიდან მოსალოდნელი წასვლა უარყო.

მერმა განმარტა, რომ ვირუსული ინფექციით დაავადების გამო, საავადმყოფო ფურცელზე იმყოფებოდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ზურაბ უტიაშვილი , მუშაობას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ გააგრძელებს.

ზურაბ უტიაშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა, , 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს დაიკავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button