მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
გურჯაანის საარჩევნო კომისიის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

დღეს, კახეთის რეგიონში, ექიმის ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა.
კოვიდ-9 თელავის ერთ-ერთი კლინიკის მედიკოსს დაუდგინდა, რომელიც ამავდროულად, გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრია.
ეპიდემიოლოგები მისი კონტაქტების დადგენაზე მუშაობენ.
ექიმის ინფიცირების წყარო, ჯერჯერობით უცნობია.
ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები, თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილები.
COVID -19-ის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში.
ვირუსი დაუდასტურდა პირს, რომელიც აჭარასთან დაკავშირებული კლასტერის კონტაქტია.
დღევანდელი მონაცემებით, კახეთში კორონა ვირუსის 59 შემთხვევაა გამოვლენილი.