გურჯაანის საავადმყოფოს ქვეწარმავლის ნაკბენით 3 პაციენტმა მიმართა

მიმდინარე წელს გურჯაანის საავადმყოფოს ქვეწარმავალის ნაკბენით სამმა პაციენტმა მიმართა – ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ეპიდემიოლოგმა, მარიამ კაპანაძემ განუცხადა.

კაპანაძის თქმით, სამივე პაციენტს დროულად ჩაუტარდა სპეციალური მკურნალობა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ეპიდემიოლოგის თქმითვე, ქვეწარმავალის შხამის საწინააღმდეგო ვაქცინის გარკვეული მარაგი მუნიციპალიტეტს გააჩნია და ის საავადმყოფოებს ეტაპობრივად ეგზავნება.

კახეთის თითქმის ყველა რაიონში აღნიშნავენ, რომ სხვა წლებთან შედარებით წელს რეგიოშნი ქვეწარმავლები მომრავლებულია.

მარიამ კაპანაძე_ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button