“სოფელი ჯილეხის ეპიდემიის ზღვარზეა” – გელათის მოსახლეობა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში, მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ დასახლება ჯილეხის ეპიდემიის ზღვარზეა.
ადგილობრივების განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აქ 8 ძროხა დაიხოცა, სამი ადამიანი კი კლინიკაშია გადაყვანილი.
მოსახლეობა სოფლის ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადებას, ადგილობრივი ხელისუფლებისგან კი ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.
როგორც გელათელები ამბობენ, მათი პრობლემით არავინ დაინტერესებულა. მათივე თქმი, არ არის გამორიცხული, საშიში ინფექცია ახლომდებარე სოფლებშიც გავრცელდეს.
რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, სურსათის უვნებლობის სააგენტო უკვე სწავლობს ადგილზე არსებულ ვითარებას.
ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის, ლაშა ავალიანის თქმით, ადამიანების ჯილეხით დაავადება მათივე დაუდევრობის შედეგად მოხდა.