
დაჭრა გურჯაანში – 63 წლის მამაკაცს დაზიანებები სიაძემ მიაყენა.
შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მოხდა.
სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსის საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების განმარტებით, მამაკაცს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სტაბილურად მძიმეა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 63 წლის გიორგი საჩეჩელაშვილს ცივი იარაღით სხეულის მრავლობითი დაზიანებები ყოფილმა სიძემ მიაყენა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მომხდარი დაჭრის ფაქტზე, 34 წლის მამაკაცია დაკავებული.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში მცხოვრები ონისე ნაცვლიშვილი, სამართალდამცავებმა, წუხელვე დააკავეს.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108- ეუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს, 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შეგახსენებთ, დაჭრის ფაქტი, სოფელ კარდენახში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
ნაცვლიშვილმა ყოფილი სიმამრი, 63 წლის გიორგი საჩეჩელაშვილი ხანჯლით დაჭრა.
დაჭრილი გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და ექიმების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სტაბილურად მძიმეა.
რადიო ჰერეთის კორესპოდენტი კახეთის რეგიონში ხათუნა გულიაშვილის ხმა