მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისაქართველოსიახლეები
გურჯაანში ბიულეტენების გარეთ გამოტანის ფაქტები ფიქსირდება
გურჯაანში, ბაკურციხის 30-ე საუბნო საარჩევნო კომისიიდან, ლეიბორისტული პარტიის დამკვირვებელი გააძევეს.
პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის ოლქში, ნიკა ვარდოშვილის ინფორმაციით, დამკვირვებელი კაბინიდან ბიულეტენების გარეთ გამოტანა გააპროტესტა.
“გურჯაანში, მასიურად კაბინებიდან გარეთ გამოდის ბიულეტენები. დავალება ასეთი აქვთ. თამარ ჯადუგიშვილმა, ეს გააპროტესტა და გამოაძევეს გარეთ”, – განაცხადა ვარდოშვილმა.
ბიულეტენების გარეთ გამოტანის ფაქტი დაფიქსირდა, კურდღელაურის 49-ე საარჩევნო უბანზეც.
დამკვირვებლები გააძევეს გურჯაანის 47-ე და სოფელ კოლაგის საუბნო საარჩევნო კომისიებიდანაც.
დამკვირვებლების გამოძევების ფაქტებზე, ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა საოლქო საარჩევნო კომისიებში.