“გურჯაანში გამგეობის პარალიზება მოახდინეს”

პრემიერ-მინისტრი “ნაციონალურ მოძრობას” გურჯაანის გამგეობის მუშაობაში ჩარევაში ადანაშაულებს და მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლენებს აღმაშფოთებელს უწოდებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, დაუშვებელია, როცა ოპოზიციის წარმომადგენლები ბედავენ რაიონის გამგეობაში მისვლას და მისი პარალიზებას.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, კვერცხების სროლის წინააღმდეგია, მაგრამ “ნაციონალებს” ადგილობრივმა მოსახლეობამ “სამართლიანად და ადეკვატურად უპასუხა”.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს, რომ ქართველი ხალხი არასდროს აღარ დაუშვებს “ნაციონალური მოძრაობის” რაიმე პროვოკაციულ ქმედებას.

მსგავსი პოსტები

Back to top button