გურჯაანში ლაყე კვერცხებს ისვრიან

გურჯაანის რაიონში ლაყე კვერცხებს ისვრიან და სიტყვიერი დაპირისპირებაა. ხმაური გამგეობაში “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების გამოჩენას მოჰყვა.

ირმა ნადირაშვილი და გიორგი ღვინიაშვილი გამგეობაში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” კაბინეტში მიდიოდნენ რა დროსაც მათ “ქართული ოცნების” რამდენიმე ათეულმა აქტივისტმა შეურაცხყოფა მიაყენა და კვერცხები დაუშინა.

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებულ პირებს ხვდებიან, შენობაში კი “ქართული ოცნების” აქტივისტები რჩებიან და მათ გამოსვლას ელოდებიან.

გურჯაანში გამგეობის შენობათან სიტუაცია უკვე მესამე დღეა დაძაბულია.

 

გურჯაანი – პოლიტიკური ფრონტის ხაზი [რეპორტაჟი]

მსგავსი პოსტები

Back to top button