C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვა შესაძლებელია

C ჰეპატიტით დაავადებულებს ახალ სამკურნალო პროგრამაში ჩართვა დღეიდან შეუძლიათ.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სოციალური მომსახურების სააგენტოში დაინფიცირებულ ადამიანებს დეტალურად განუმარტავენ იმ პროცედურების შესახებ, რაც პროგრამაში ჩართვისთვის იქნება საჭირო.

დავით სერგეენკოს თქმით, მკურნალობას, პირველ რიგში, ის პირები გაივლიან, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც შედარებით მძიმეა.

მსგავსი პოსტები

Back to top button