საფეხბურთო გუნდი “ჰერეთი” 16 000 ლარით დაფინანსდება

საფეხბურთო გუნდი “ჰერეთი” ლაგოდეხის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 16 000 ლარით დაფინანსდება.

როგორც გამგეობის იურისტმა, ნინო ბატიაშვილმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, იმისათვის, რომ ფეხბურთელებმა ეს დაფინანსება მიიღონ, გუნდს უნდა შეეცვალოს იურიდიული ფორმა და მოხდეს მისი რიოგორც შპს-ს ლიკვიდაცია.

ბატიაშვილის თქმით, გუნდი სამართავად ლაგოდხის “ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრს” გადაეცემა.

შეგახსენებთ, რომ შპს საფეხბურთო გუნდი “ჰერეთი” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2007 წელს დააფუძნა. წლების განმავლობაში გუნდს ადგილობრივი ბიზნესმენი აფინანსებდა.

ნინო ბატიაშვილი, გამგეობის იუსრისტი_ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button