სპორტი

ბარსელონა ჰაალანდს უმიზნებს

იტალიის ქალაქ ტურინში გამართულ Golden boy-ს დაჯილდოვების ცერემონიალზე ერთმანეთს კლუბ ბარსელონას პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა და საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა შეხვდნენ.

მხარეებმა ნორვეგიელი ფეხბურთელის,ერლინგ ჰაალანდის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრეს და სამოქმედო გეგმაც დასახეს.

ლაპორტამ აგენტს სთხოვა,რომ ტრანსფერის სანაცვლოდ საკომისიო ოდენობას თანხა დააკლოს,თავის მხრივ კი დაპირდა,რომ ნორვეგიელი თავდამსხმელი ჩავის პროექტის უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდება.

ცნობისთვის,რამდენიმე დღის წინ რაიოლამ ჰაალანდის მომავალ კლუბებად 4 გუნდი დაასახელა,სადაც ბარსელონაც ახსენა.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის დორტმუნდის ფეხბურთელმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 9 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. ასევე, მის აქტივში 4 საგოლე პასიცაა.

ჰაალანდს დორტმუნდთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button