ანგელა მერკელი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალბატონად დასახელდა

მედია გიგანტი Forbes-ი ყველაზე გავლენიანი ქალბატონების რეიტინგს აქვეყნებს.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რეიტინგის ლიდერად უკვე მეცხრედ მოგვევლინა.
Forbes აღნიშნავს, რომ მერკელმა უდიდესი გავლენა იქონია უკრაინის კრიზისის დარეგულირებაზე, რადგან ვლადიმერ პუტინთან შუამავლობა ითავა.
აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი, ლიდერთა სამეულში მოხვდა.
ერთადერთმა ქალბატონმა რუსეთიდან, ეკონომისტმა ელვირა ნიბიულინამ, სიაში 71-ე ადგილი დაიკავა.