ვეფხვის მიერ დაგლეჯილ ქალს ხელის ამპუტაცია ჩაუტარდა
თბილისის ზოოპარკის მომვლელ ქალს, რომელიც ვეფხვმა დაგლიჯა, ხელის ამპუტაცია ჩაუტარდა.
მას დაზიანებები მთელ სხეულზე აღენიშნებოდა და გადაუდებელი ოპერაცია წუხელ ჩაუტარდა.
ადმინისტრაციის განცხადებით, ინციდენტი იმ მომენტში მოხდა, როდესაც მომვლელი ცხოველის ვოლიერის გისოსებთან, მის სამუშაო ზონაში იმყოფებდა.
მომხდარის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია.