ლაგოდეხის საკრებულოს წევრი დააკავეს [Audio]
პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი კობა ყაველაშვილი.
ლაგოდეხში ვინმე კ. ყაველაშვილის დაკავების ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
“ჰერეთმა” ინფორმაცია საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძესთან გადაამოწმა.
ბარბაქაძე უმრავლესობის წევრის დაკავების ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ “მისი ინფორმაციით, ინციდენტის დროს ყაველაშვილი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მან საპატრულო ეკიპაჟს, რომელიც სოფელ ლელიანში ერთ-ერთ მოქალაქეს ავტოსაგზაო წესების დარღვევის გამო საჯარიმო სანქციას უწესებდა, წინაარმდეგობა გაუწია”.
საქმე სსკ-ს 353 მუხლით არის აღძრული. ყაველაშვილი ამ დროისათვის ყვარლის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
გოდერძი ბარბაქაძე_ხმა