გურჯაანში კრიმინალური ავტორიტეტის სამაცივრე მეურნეობა დაწვეს
კრიმინალურ ავტორიტეტს სამაცივრე მეურნეობა დაუწვეს. შემთახვევა გვიან ღამით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მოხდა.მალხაზ ბადუაშვილის სამაცივრე მეურნეობაში ხანძარი ჯერ-ჯერობით დაუდგენელმა პირმა გააჩინა.
წინასწარი ინფორმაციით ხილის შესანახი საწყობები, მთლიანად განადგურებულია. სოფელში ვარაუდობენ, რომ მომხდარი სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.
შეგახსენებთ, 25 მარტს გამთენიისას, ჩუმლაყში მვხოვრებმა ტურიაშვილებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ბადუაშვილის ავტომანქანას ესროლეს.
სროლის დროს ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბადუაშვილი და მასთან მყოფი ორი პირი, მძიმედ დაიჭრა.
შსს ინფორმაციით, სოფელ ჩუმლაყში მომხდარ ხანძარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს