რეგიონი

გურჯაანში მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

გურჯაანში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს.

გადაწყვეტილება თელავის რაიონულმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების პროკურორის, ვლადიმერ ბექიშვილის შუადგომლობა, რომელიც ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

60 წლის მამაკაცის ადვოკატმა, ლალი ჩაველაშვილმა, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათასლარიანი გირაოს გამოყენება შესთავაზა.

სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ ბრალდებულის ოჯახის წევრებიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ კონფლიქტი გარდაცვლილის მიერ იყო პროვოცირებული და მკვლელობა მისგან განხორციელებულ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას მოჰყვა.

წინასასამართლო სხდომა სისხლის სამართლის საქმეზე, 23 მარტს დაინიშნა.

შეგახსენებთ, მკვლელობა გურჯაანში 26 იანვარს მოხდა.

60 წლის მამაკაცმა 36 წლის თანასოფლელი სანადირო თოფიდან სამი გასროლით მოკლა.

გახმოვანდა ვერსია, რომ მკვლელობა 2005 წელს მომხდარ ფაქტს უკავშირდება, როცა გარდაცვლილმა ბრალდებულის დისშვილი მოკლა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button