კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გურჯაანში მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო-დამნაშავის ვინაობა უცნობია

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. რადიო ჰერეთს უწყებაში განუცხადეს, რომ საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე და 19, 109- ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მიმდინარეობს ოპერატიულ- სამძებრო ღონისძიებები ქმედების ჩამდენი პირების გამოსავლენად და დასაკავებლად.

შეგახსენებთ, მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, გამთენიისას მოხდა.
გარდაცვლილია ერთი და დაჭრილია სამი პირი, რომლებსაც გურჯაანის ჯეოჰოსპიტალში, ოპერაცია უტარდებათ.

დაჭრილებს შორის არის, გურჯაანში ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი, მალხაზ ბადუაშვილი.
ბადუაშვილი წარსულში განზრახ მკვლელობისთვის არის ნასამართლევი. მის სახელს სხვადასხვა საეჭვო გარემოებები, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ფაქტიც უკავშირდება.

ბადუაშვილის სახელს უკავშირდება ასევე, 2020 წლის თებერვალში მომხადრი გურჯაანის საავადმყოფოს დაცხრილვის ფაქტი.

დაუდგენელი პირი, იმ პალატის მიმართულებით ისროდა, სადაც ბადუაშვილს მკურნალობდნენ.
უკავშირდება თუ არა, მომხდარი ფაქტი მის მიმართ შურისძიებას, ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

მსგავსი პოსტები

Back to top button