კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
გურჯაანში მომხდარი დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108- ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
დაჭრილ ახალგაზრდას სამი შემავალი ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.
მამაკაცს გადაუდებელი ოპერაცია, გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის კლინიკაში უტარდება.
ექიმების განმარტებით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შეგახსენებთ, დაჭრის ფაქტი სოფელ ჩუმლაყში მოხდა.ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა.
შემთხვევის რეალური მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.
პოლიციას ჯერჯერობით, არავინ დაუკავებია.