“გურჯაანში სამაცივრე მეურნეობა შეიქმნება”
სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში შპს “წალკა აგროს” სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
კომპანია ქონებაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრეების შექმნას გეგმავს, რომელიც ფუნქციონირებას დაიწყებს განკარგულების გამოცემიდან ორი წლის ვადაში.
“წალკა აგრო სამაცივრეების შესაქმნელად 720 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. სამაცივრე მეურნეობაში 30 ადამიანი დასაქმდება”, -განაცხადეს მთავრობის სხდომაზე.