ჯოხარ ცარნაევს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს [Video]
ამერიკი შეერთებული შტატების ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჯოხარ ცარნაევი დამნაშავედ ცნო 2013 წელს ბოსტონში, მარათონზე, ტერაქტის მოწყობაში.
12 პირისგან შემდგარმა სასამართლომ ვერდიქტი კვე გამოიტანა. საამისოდ მას დღე-ნახევარი დასჭირდა. მსაჯულებმა ერთხმად ცნეს ცარნაევი დამნაშავედ თავდასხმის მოწყობაში, რომელსაც სამი ადამიანი ემსხვერპლა და 260-ზე მეტი დაიჭრა. სასამართლომ ცარნაევი 30-ვე წაყენებული ბრალდებით დამნაშავედ ცნო. მათგან 17-მა სიკვდილით დასჯა გაითვალისწინა.
პროცესზე, ჯოხარ ცარნაევს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, მას სასიკვდილო ინექციას შეუყვანენ.
ჯოხარ ცარნაევი, წარმოშობით ჩეჩენი, 1993 წლის 22 ივლისს ყირგიზეთში დაიბადა და ამ ქვეყნის მოქალაქეა. მისი უფროსი ძმა ტამერლანი – ყალმუხეტში დაიბადა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქედ ითვლებოდა.
ბოსტონის მარათონის დროს მოწყობილ აფეთქებაში, ორმხრივი სროლის შედეგად, ტამერლან ცარნაევი მიღებული ჭრილობებისგან დაიღუპა. 2001 წელს, ცარნაევების ოჯახი დროებით დაღესტანში გადასახლდა, მაშინ ძმები 14 და 7 წლის იყვნენ. 5 თვის შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ლტოლვილობის სტატუსით, ოჯახს იმიგრაციის ნება დართო.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯოხარ ცარნაევი ისლამისტებს დაუახლოვდა და ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელი გახდა. ცარნაევების ოჯახი აღიარებს, რომ ამერიკა კარგად ვერ იგუა.
ჯოხარ ცარნაევი ტერაქტის დროს