“რომ არა ზაზა ფაჩულია, მილუოკი ბაქსი ასე წარმატებულ არ იქნებოდა”
behindthebuckpass.com-ზე ადამ მაკგიმ “მილუოკი ბაქსის” ქართველი ცენტრის ზაზა ფაჩულიას 2014/15 წლების სეზონი დაწვრილებით შეაფასა.
“მასზე ამ სეზონის განმავლობაში ექსპერტებს სხვადასხვა აზრი ჰქონიათ, მაგრამ ერთი ცხადზე უცხადესია – რომ არა ზაზა ფაჩულია, “მილუოკი ბაქსი” ასე წარმატებული არ იქნებოდა.
სეზონის ბოლოს ინტერვიუში ზაზამ აღნიშნა, რომ ეს წარმატება მხოლოდ დასაწყისია და წინ კიდევ ბევრს უნდა ველოდოთ მისგან.
“მე მხოლოდ ჩემზე შემიძლია ვთქვა, ამ სეზონით კმაყოფილი დავრჩი. იყო კარგი და ცუდი დროება, მაგრამ საერთო ჯამში, სახალისო სეზონი გამოვიდა”, – განაცხადა ფაჩულიამ.
31 წლის ვეტერანის გაგება იოლია, ფაჩულიამ ამ სეზონში უფრო მეტჯერ ითამაშა სასტარტოში, ვიდრე ახალგაზრდობისას, 2006-07 წლების სეზონში.
“ჩემთვის, თუ გუნდი პლეი ოფში ვერ გადის, ეს ფუჭად გატარებული დროა. ასე ვგრძნობდი თავს გასულ წელს. სწორედ ამიტომაც კმაყოფილი ვარ ბოლო სეზონით”.
მართლაც, “მილუოკის” დრო ფუჭად არ დაუკარგავს, ფაჩულიას და ახალგაზრდული ბირთვის დახმარებით ჯეისონ კიდმა ააწყო კონკურენტუნარიანი გუნდი იმაზე უფრო სწრაფად, ვიდრე ეს ვინმეს წარმოედგინა.
“ზაზას დამსახურება მოედანზე და მის გარეთ ჩვენი გუნდისთვის უზარმაზარია”, – ეს კიდის სიტყვებია.
ფაჩულიამ კარგად მოირგო ლიდერის როლი და მაშინ, როცა გუნდს სჭირდებოდა, ჩინებულადაც ითამაშა.