გურჯაანში სასადილო დაიხურა – ბენეფიციარებს საკვები ბინაზე გადაეცემათ
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/10/უფასო-სასადილო.jpg)
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას დაქვემდებარებულ უფასო სასადილოში, კოვიდ-19, კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა, რის გამოც სასადილო დაიხურა.
სასადილოს დირექტორის, ზაზა ჯადუგიშვილის ინფორმაციით, ინფიცირებული მამაკაცი ადმინისტრაციის თანამშრომელია. ბოლო პერიოდში სამსახურში დადიოდა, თუმცა ვირუსის პირველი შემთხვევის დადასტურების შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
“ეს უკვე მეორე შემთხვევაა ჩვენთან. ერთი დაინფიცირებული მზარეულია 60 წლამდე, ეს კი ადმინისტრაციაში მუშაობდა და ბევრთან ჰქონდა შეხება. რაც შეეხება ბენეფიციარებს, საკვები ბინაზე გადაეცემათ, ადგილზე სამუშაოდ, პერსონალის მოძიება ვერ მოხერხდა”, – განაცხადა ჯადუგიშვილმა, რადიო ჰერეთთან.
კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა, გურჯაანის უფასო სასადილოში, 20 ოქტომბერს დადასტურდა.
ინფიცირებული, 60 წლამდე ასაკის მზარეულია. სასადილოთი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 200 ბენეფიციარი სარგებლობს. სასადილო 28 ოქტომბრამდე იქნება დაკეტილი.