მნიშვნელოვანირეგიონი

გურჯაანში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა და ერთი სახლის კედელი კი დაინგრა

გურჯაანში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა და ერთი სახლის კედელი კი დაინგრა.
ღამით მოსული დიდი ნალექის შედეგად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ადიდებულმა ხევებმა საცხოვრებელი სახლები დატბორა და სოფლებში საუბნო გზები დააზიანა.

ქალაქ გურჯაანში, Ნუცუბიძიხ ქუჩაზე, დანგრეულია საცხოვრებელი სახლის საყრდენი კედელი.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები, დღეს, გამთენიისას დაიწყო.

გურჯაანის მუნიციპალური სერვისი, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, სახლებიდან წყლის ამოტუმბვის და სოფლებში ხევების გაწმენდის სამუშაოებს აწარმოებს.

სამუშაოებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი ოპერატიული შტაბი ხელმძღვანელობს.
სტიქიამ დააზარალა ახმეტის მუნიციპალიტეტიც სადაც მეორე დღეა სასმელი წყალია შეწყვეტილი.

ადიდებულმა მდინარე ილტომ, სოფელ ნადიქნართან წყლის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა, რის გამოც სასმელი

წყლის მიწოდება მთელ მუნიციპალიტეტს შეუწყდა. მაგისტრალის აღდგენის სამუშაოები, დღეს დილიდან განახლდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button