მნიშვნელოვანირეგიონი

სპეცოპერაცია ზუგდიდში

ზუგდიდში სპეცოპერაციის დროს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და შემოტანის, ბრალდებით ორი პირი დ.კ. და კ.ბ. დააკავეს.

სპეცოპერაცია, 7 მაისს, გვიან ღამით ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს ხელმძღავნელმა და სამხარეო პოლიციამ ერთობლივად ჩაატარა.

პოლიციამ ორი პირი მაშინ დააკავა, როდესაც სარფიდან ზუგდიდში მიდიოდნენ. მანქანიდან სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის სუბოტექსის დიდი რაოდენობა და მარიხუანა ამოიღეს.

სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს დაკავებულების სახლებიც, საიდანაც ასევე ნარკოტიკული ნივთიერებებია ამოღებული.

საერთო ჯამში პოლიციამ 4 ათასი აბი სუბოტექსი და დიდი რაოდენობით მარიხუანა ამოიღო – ნაწილი მანქანიდან ნაწილი კი საცხოვრებელი სახლიდან.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button